ორშაბათს, 8 ივლისს, კიევში გაიმართება უკრაინისა და ევროკავშირის 21-ე სამიტი.
სამიტს ევროკავშირის მხრიდან დაესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი.
უკრაინას სამიტზე წარმოადგენს ქვეყნის ახალი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც პირველად მიიღებს მონაწილეობას უკრაინა-ევროკავშირის სამიტში.
სამიტის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი და ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი.
ლიდერები იმსჯელებენ ევროკავშირ-უკრაინის ურთიერობების მომავალზე, ასევე განიხილავენ ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების განხორციელების შემდგომ ნაბიჯებზე.
ლიდერები ასევე განიხილავენ აღმოსვლეთ უკრაინაში მინდინარე კონფლიქტს, მინსკის შეთანხმებას, რუსეთს მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას, რეგიონულ და საგარეო პოლიტიკის საკითხებს.
სამიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავის ფონზე გაიმართება. სამიტის ბოლოს ლიდერები მიიღებენ ერთობლივ განცხადებას.