ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საარჩევნო კამპანია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოფიციალურად დაიწყო.
დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში კამპანიის დაწყების შესახებ მხარდამჭერების წინაშე განაცხადა და მოუწოდა მათ კიდევ 4 წლით შეინარჩუნონ მისი გუნდი ხელისუფლებაში.
"მე დღეს ვდგავარ თქვენს წინაშე, რათა ოფიციალურად გამოვაცხადო ჩემი წინასაარჩევნო კამპანია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. გპირდებით, რომ არასოდეს დავუშვებთ თქვენს უკუსვლას", - განაცხადა ტრამპმა.
მრავალი ათასი მხარდამჭერის წინაშე, ტრამპმა ტრადიციულად გააკრიტიკა დემოკრატები და განაცხადა, რომ მათ სურდათ გაეტეხათ ქვეყანა.
მხარდამჭერებთან შეხვედრაზე დონალდ ტრამპი მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად წარსდგა. მათთან ერთად იყვნენ ასევე ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და თეთრი სახლის პრესმდივანი სარა სანდერსი.
"ჩვენ ვაპირებთ, რომ ამერიკის დიდებულება კიდევ დიდხანს შევინარჩუნოთ", - განუცხადა ტრამპმა მხარდამჭერებს.
ტრამპის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობდა პრეზიდენტის გამოსვლის პარალელურად.
საპრეზიდენტო არჩევნებში აშშ-ში 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.