ყველა ამ კაცზე საუბრობს და შემდეგ საუბრობენ საქართველოზე. ამის შესახებ ამერიკელმა მილიარდელმა დონალ ტრმაპმა საგანგებოდ პრესისთვის საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მისამართით განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ამერიკელი მილიარდელი საქართველოში დაიწყებს საქმიანობას. დონალდ ტრამპმა "სილქ როუდ ჯგუფთან" შესაბამისი მემორანდუმი გააფორმა.
პირველ ეტაპზე საუბარია თბილისში, საქანელას ქუჩისა და ვარდების მოედნის რეკონსტრუქციაზე და ბათუმში სასტუმროს მშენებლობაზე. ინვესტიციის მოცულობა და დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელებისას გარანტირებული იქნება საქართველოს პრეზიდენტისა და ინფსატრუქტურული მხარდაჭეარა, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი ეწოდა.
დონალდ ტრამპი დაინტერესდა მოსამზადებელი სამუშაოები, ბათუმში მიმდინარე მშენებლობებით და სხვა ორგანიზაციული საკითხებით.
აღინიშნა, რომ პროექტების განხორციელებისას ტრამპის ადმინისტრაციის ყველა სტანდარტის დაცვა შესაძლებელი იქნება.
დონალდ ტრამპის კომპანიის წარმომადგენლემა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თბილისი გარდა ძალიამ მნიშვნელოვანია პროექტების განხორციელება ბათუმში და დასძინა, რომ "ბათუმი მართლა მოვლენაა".
მიხეილ სააკაშვილმა დონალ ტრამპს პირადად გადასცა საინფორმაციო ბუკლეტი სადაც ბათუმში მიმდინარე და განხორციელებული პროექტებია წარმოდგენილი.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები კეთდება და მიხეილ სააკაშვილს განუცხადა, რომ "თქვენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებთ, ძალიან მომწონს".
ამერიკელმა მილიარდელა საკუთარი კომპანიის წარმომადგენლებს პრეზიდენტის თანდასწრებით დაავალა, რომ მათ საქართველოში ყველაფერი უმაღლესი ხარისხით უნდა გააკეთონ.
"ჩვენს პროექტებში ყველაფერი უმაღლესი ხარისხით უნდა გაკეთდეს", _ განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ მემორანდუმის გაფორმება ძალიამ მნიშვნელოვანია, "ტრამპი რეგიონში პირველად შემოდის".
საქართველოს პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა დონალდ ტრამპის განცხადებაზე, "ყველა ამ კაცზე (მიხეილ სააკაშვილზე. რედ) საუბრობს და შემდეგ საუბრობენ საქართველოზე", ამერიკელ მილიარდეს უპასუხა, "როდესაც თქვენ საქართველოში ჩამოხვალთ ყველა თქვენზე ისაუბრებს".