განსაკუთრებით დიდი ოდენობით პროდუქციაზე გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქეები: ზაქარია ჭუნიაშვილი, ნოდარ იმერლიშვილი, ნიკოლოზ ქინქლაძე, ბესიკ ბერუაშვილი, დავით უზნაძე და რიზმან კურბანოვი.
გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა გარკვეული თანხების სანაცვლოდ განახოციელეს ე.წ „უსაქონლო ოპერაციები" და დაამზადეს და გაასაღეს დაახლოებით 60 000 ლარის სამშენებლო მასალაზე გამოწერილი ყალბი სასაქონლო ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.