მარიამ (მარიკო) ლეჟავა, სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს, სადაც ევროვიზიის კონკურსზე შეფასების ოფიციალურ ბლანკს ასაჯაროებს. ევროვიზია 2019-ის ჟიურის წევრმა აღნიშნა, რომ მან უდიდესი სიამოვნებით დაუწერა რუსეთის წარმომადგენელს "26 ქულა" (რიგითობით ბოლო პოზიცია, 26-ე ადგილი).
ლეჟავამ საზოგადოებას შეფასების წესებიც გააცნო და აღნიშნა, რომ მას თამთა გოდუაძისთვის 6 ქულა არ დაუწერია და ეს ქართველი ჟიურის საერთო პოზიცია იყო:
„უკვე ძალიან ზედმეტია ის რაც ხდება! არაფრის ახსნა განმარტება არ მინდოდა მაგრამ უკვე პირად შეურაცყოფაზე გადმოდიან და ამიტომაც ვასაჯაროვებ ჩემს მიერ დაწერილ ქულებს.. და თან ავხსნი წესებს - 1 ქულა არის უმაღლესი ქულა, 26 ქულა არის ყველაზე დაბალი ქულა.
ხუთი ადამიანის მიერ დაწერილი ქულებით ხდება საერთო ქულის გამოყვანამარიკო ლეჟავას არავისთვის არ დაუწერია 6 ქულა.. ასე რომ... კიდევ 50/50 ზე იყო ზარები და ჟიური. ეს იმას ნიშნასვ რომ როგორი ძალაც ჟიურის ქულას ქონდა იგივე ძალა ქონდა ზარებს. საქართველოდან ზარების უმეტესობა წავიდა სანმარინოს მიმართულებით.. ნახევარ ფინალში..!
ძალიან ამაზრზენია ის ფაქტი რომ მხოლოდ ჩემი სახელი და გვარი ეცნო ხალხს და დაუნდობლად აი დაუნდობლად მლანძღავენ მაგინებენ და განმიკოთხავენ რომ თითქოს მე თამთასი შემშურდა და 6 ქულა დავუწერე ანუ მე დავუწერე 6 ქულა..გასაოცარი თუ გინდა.
მე აგრეთვე დავუწერე უდიდესი სიამოვნებით რუსეთს 26 ქულა (როგორც ზევით ავღნიშნე ყველაზე დაბალი ქულა) რასაც ჩემი კოლეგები და "მეგობრები" ყოველთვის საპირისპიროდ აკეთებდნენ. ყველა საკუთარ თავზე და "წინსვლაზე"ფიქრობს და ალბათ მაგიტომ)).
სერგეი ლაზარევიც სამი დღეა მატრიალებს მის ინსტაგრამზე როგორ გავბედე და დავუწერე ნოლი ქულა)). დიდი ალბათობით არც ამ პოსტს არ აქვს აზრი მაინც მომწერენ რომ ბოღმა და მოღალატე ვარ მაგრამ იყოს ეს მაინც აქ . პ.ს მაყურებლის ხმები აქ მოცემულია ნახევარ ფინალის. ფინალში თამთამ 12 ქულა მიიღო", - ნათქვამია ფეისბუქ პოსტში.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე ევროვიზიის კონკურსში კვიპროსის სახელით მონაწილეობდა. მან ფინალურ შოუში, საქართველოდან უმაღლესი 12 ქულა მაყურებელთა ხმებით, ხოლო 6 ქულა ჟიურის შეფასებით მიიღო. ევროვიზია 2019-ის ჟიურის წევრები წელს: ხათუნა კობერიძე, ლადო ტატიშვილი, მარიკო ლეჟავა, ბორის შხიანი და ლევან აბშილავა იყვნენ. ხათუნა კობერიძემ თამთა გოდუაძეს ფინალში 26 მონაწილიდან მე-8 პოზიცია, მარიკო ლეჯავამ მე-4, ბორის შხიანმა მე-4, ლევან აბშილავამ მე-14, ხოლო ლადო ტატიშვილმა მე-6 პოზიცია მიანიჭა.
თამთა გოდუაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც მის ქართველ გულშემატკივრებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.