ევროვიზია 2019-ის საქართველოს პროფესიული ჟიურის ყველა წევრმა, ფინალურ შოუში, მე-3 პოზიციაზე გასული რუსეთის წარმომადგენელი, ბოლო - 26-ე პოზიციით შეაფასა. ხმის მიცემის შესახებ დეტალური ინფორმაცია ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. რუსეთის წარმომადგენელმა, სერგეი ლაზარევმა სოციალურ ქსელში შედეგებთან დაკავშირებით ჟიურის ერთიანი პოზიცია გააპროტესტა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე ევროვიზიის კონკურსში კვიპროსის სახელით მონაწილეობადა. მან ფინალურ შოუში, საქართველოდან უმაღლესი 12 ქულა მაყურებელთა ხმებით, ხოლო 6 ქულა ჟიურის შეფასებით მიიღო. ევროვიზია 2019-ის ჟიურის წევრები წელს: ხათუნა კობერიძე, ლადო ტატიშვილი, მარიკო ლეჟავა, ბორის შხიანი და ლევან აბშილავა იყვნენ.
ფინალური კონკურსის შემდეგ უამრავმა ადამიანმა გამოხატა უკმაყოფილება ქართველი მომღერლის 6 ქულით შეფასების გამო. ამასთან დაკავშირებით ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა მარიკო ლეჟავამ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა სადაც შეფასებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიცია განმარტა.
საქართველოს ევროფესტივალზე ოთო ნემსაძე წარადგენდა. პირველი ნახევარფინალური გამოსვლის შემდეგ ოთო ნემსაძე კონკურსს გამოეთიშა. მხოლოდ 10 ქვეყანა გადავიდა ფინალურ ეტაპზე, მათ შორის ქართველი თამთა გოდუაძე, რომელიც კვიპროსს წარადგენდა. საქართველომ პირველ ნახევარფინალში მე-14 ადგილი დაიკავა.
ევროვიზია 2019-ის მასპინძელი წელს ისრაელი იყო.