აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი რუსეთის მოქალაქეების მიერ მოთხოვნილ ქონებას სრულად არ დააბრუნებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ბაღაფშის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
"აფხაზურ-რუსული კომისიაში, რომელიც რუსეთის მოქალაქეების ქონების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით შეიქმნა უკვე 120-მდე საჩივარია შესული, სულ კი მათი რაოდენობა 450-მდე. აფხაზური მხარე ალბათ წავა დათმობაზე და ქონებას იმ პირებს დაუბრუნეს, რომლებსაც ადრე მოტყუებით მიყიდეს და შემდეგ ჩამოართვეს", - განაცხადა არეშიძემ და აქვე დასძინა, რომ აფხაზი სეპარატისტები რუსეთის მოქალაქეების ქონებას მაქსიმუმ 5-10% დააბრუნებს.
მისივე თქმით, ჩამორთმეული სახლების უმრავლესობაში აფხაზები არიან შესახლებულები, რომელთაც სეპარატისტულ ხელისუფლებაში მფარველები სყვათ.
ამასთან, არეშიძის შეფასებით, ქართველობის კუთვნილ ქონების დაბრუნებაზე საუბარიც კი ზედმეტია, თუმცა აფხაზებს შეიძლება იმ ქართველებმა "აუმღვრიონ წყალი", რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის სერგეი ბარაფშის განცხადებით, რუსეთის ყველა მოქალაქეების ქონების საკითხი განიხილება და სამართლიანი გადაწყვეტილები იქნება მიღებული.