„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ფიქრობს, რომ მთავარი არის გეგმა, რომელიც პარტიამ უნდა შეიმუშავოს. ყველა გადაწყვეტილება ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე უნდა შეაჯეროს გუნდმა და არა ერთმა პიროვნებამ.
„ეს არ ნიშნავს, რომ აქცია არ უნდა დაიწყოს, ეს არ ნიშნავს, რომ ძალადობა არ უნდა დაიგმოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შენელდეს ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ, დანაშაულებრივი რეჟიმის ხელმძღვანელის წინააღმდეგ. ეს ამას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მნიშვნელოვან განცხადება ჯერ გახდეს გუნდის შიგნით მსჯელობის საგანი, ეს არის მნიშვნელოვანი და წარმატების ერთ-ერთი საწინდარი, ჩემი აზრით და ამის შემდეგ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. არაფერი აქ რაღაცა სკანდალის შემცველი ნამდვილად არ არის. ყველა ის გუნდი, სადაც ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუთანხმებლად, არის განწირული მარცხისთვის და ჩვენ, საჩუქარი გამარგინალებულ, გაბანკროტებულბიძინა ივანიშვილს არ უნდა გავუკეთოთ,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ.