შუახევის საზოგადოებრივი ცენტრი შუახევის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის (სხეფი, ჩანჩხალო, დაბაძველი, ბესელაშვილები, დვანი, ოლადაური, ნენია, ბუთურაული, ფურტიო და ნიგაზეული) 6 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება. ცენტრში შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის იუსტიციის სახლის, განათლების, მეცნერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კერძო სტრუქტურების სერვისებით, პრობაციონერთათვის კი პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომსახურებით სარგებლობაც იქნება შესაძლებელი. საბანკო სერვისებით, მობილური ოპერატორის საშუალებით 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო „სკაიპის“ ოთახით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მუნიციპალიტეტის სტუმრებიც ისარგებლებენ.