ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი სახელმწიფო სტრუქტურა ყალიბდება. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო. სახელმწიფო სტრუქტურას თავად ქვეყნის პრემიერი უხელმძღვანელებს.
ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა ალექსანდრ ხლოპოლინმა განაცხადა, რომ ამ სახით მოსკოვი შეეცდება დაამყაროს კონტროლი ფედერალური ბიუჯეტიდან ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე.
"ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვქმნით რეგიონალური განვითარების სამინისტროს, რომელსაც ეყოლება მინისტრის მოადგილე კავკასიის რეგიონალური განვითარების საკითხებში. მისი ადგილსამყოფელი უშუალდო კავკასიაში იქნება. სამინისტროს მართვას 30 ადამიანი განახორციელებს, რომლებიც შეასრულებენ ფედერალური რესურსების ცენტრალიზაციის ფუნქციას, რომელიც ამჟამად კავკასიაში შემოედინება. ეს იქნება ერთგვარი ფილტრი, რომელიც ამ დონეზე განხორცილდება", - განაცხადა ხლოპოლინმა.