ადვოკატი ქეთი ბექაური ცოტნე გამსახურდიას მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის სასწრაფოდ ჩატარებას ითხოვს. ადვოკატის განცხადებით, მან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება გამსახურდიას დაკავების მეორე დღესვე მოითხოვა.
ბექაურის თქმით, გამოძიებამ ათი დღის წინ დააკმაყოფილა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობა, თუმცა საპყრობილეში ექსპერტიზის ჩასატარებლად ამ დრომდე არ შესულან.
"გამსახურდიას საპყრობილეში ქალა-ტვინის ტრამვით და ტვინის შერყევით შეიყვანეს. ხუთი ნაკერი ჰქონდა, რის გამოც ექსპერტიზა მოვითხოვეთ. ახლა მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ტრამვებს დაემატა შიმშილობა. იგი მე-14 დღეა, შიმშილობს~,- განაცხადა ბექაურმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
გამსახურდია განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებაშია ბრალდებული და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.