როგორ ხდება აეროდრომის საინსპექციო შემოწმება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების მიერ, რა ეტაპებს მოიცავს ინსპექტირების პროცესი და რა მოწმდება ადგილზე ინსპექტირების დროს
➡ აეროდრომის ინსპექტირების პროცესი მოიცავს:
• ინსპექტირების დაგეგმვას;
• შესამოწმებელი მიმართულების განსაზღვრას;
• ინსპექტირების ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრას;
• არსებული დოკუმენტაციის და კორესპონდენციის ანალიზს;
• ინსპექტირების გეგმის მომზადებას და შესამოწმებელი ობიექტის ინფორმირებას;
• ადგილზე ინსპექტირებას.
➡ ადილზე ინსპექტირება მოიცავს:
• გახსნით შეხვედრას;
• აეროდრომის ინფრასტრუქტურის შემოწმებას;
• ორნიტოლოგიის (bird-strike) კუთხით არსებული მდგომარეობის შემოწმებას;
• აეროდრომის სახანძრო დაცვის უზრუნველყოფის და საგანგებო მდგომარეობაში მოქმედების გეგმის შემოწმებას;
• ვიზუალური სააერნაოსნო საშუალებების შემოწმებას;
• აეროდრომის დაცვის არეების შემოწმებას;
• ბაქანზე საჰაერო ხომალდების გამართვის სისტემების შემოწმებას;
• უსაფრთხოების მართვის სისტემის შეფასებას;
• ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პერსონალის მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის შენარჩუნების უზრუნველმყოფი პროცესების შეფასებას;
• სახელმძღვანელო დოკუმენტაციისა და ჩანაწერების მართვის სისტემის შემოწმებას;
• სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების და ტექნიკის შემოწმებას;
• აეროდრომზე სატრანსპორტო საშუალებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების შემოწმებას;
• დახურვით შეხვედრას.
➡ ადგილზე ინსპეტირების შემდგომი ეტაპი მოიცავს:
• ინსპექტირების ანგარიშის მომზადებას და შემოწმებული ობიექტისათვის გაგზავნას;
• გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსასწორებელი ღონისძიებების შეთანხმებას, მონაცემთა ბაზის წარმოებას და გასატარებელი ღონისძიებების კონტროლს;
• გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორების გადამოწმებას და ვალიდაციას.