ევროკავშირისგან აუცილებლად უნდა მივიღოთ ის სტატუსი და პროგრამა, რომელიც ჩვენს ამჟამინდელ პოზიციას შეეფერება - სალომე ზურაბიშვილი
ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ ის სტატუსი და პროგრამა, რომელიც ჩვენს ამჟამინდელ პოზიციას შეეფერება, - განაცხადა „პოლონური პრესის სააგენტოსთან“ საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, პოლონელი მეგობრებისგან ვიღებთ „საუკეთესო მხარდაჭერას ცენტრალური ევროპის რეგიონიდან როგორიც კი შეიძლებოდა გვენატრა ევროპისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე“.
წელს 10 წელი სრულდება „აღმოსავლეთი პარტნიორობის“ შექმნიდან რომელიც პოლონეთისა და შვედეთის ინიციატივით შეიქმნა და რომლის მიზანიცაა ექვსი სახელმწიფოს დაახლოება ევროკავშირთან. ეს ქვეყნებია: საქართველო, უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი.
პოლონეთისა და შვედეთის წყალობით დაიძრა ინიციატივა, რომელიც საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ამ ინიციატივამ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ბევრი სერიოზული მოქცევისკენ გაგვიხსნა გზა. მათ შორისაა: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ვიზალიბერალიზაცია - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილის აზრით „ეს ძალზე კონკრეტული და საგრძნობი ნაბიჯებია ევროინტეგრაციის გზაზე“.
ჯერ კიდევ არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი მაგრამ მიუხედავად ამისა უნდა დავაფასოთ ის პოზიცია სადაც ვიმყოფებით - ჩვენ ახლა ყველაზე უფრო დაწინაურებულ პარტნიორ ქვეყანას წარმოვადგენთ.
ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ ის სტატუსი და პროგრამა, რომელიც ჩვენს ამჟამინდელ პოზიციას შეეფერება.
ბევრი სექტორი და სფერო არსებობს, რომლებშიც საქართველო უკვე თავისუფლად შეძლებდა ევროკავშირის წევრობას „მანამდე სანამ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრის სტატუსი მოგვენიჭება - ეს კი ნამდვილად ახლო მომავალში მოხდება, ამაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ“, - დასძინა პრეზიდენტმა.