დღეს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავ ქონებაზე მონაცემთა ბაზის სარეზერვო ცენტრი გაიხსნა.
ცენტრის შექმნის მიზანი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონების მონაცემთა ბაზის დაცვა და უსაფრთხოდ შენახვაა.
"საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილია ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით უძრავ ქონებაზე განხორციელებული რეგისტრაციების შესახებ.
ამ ინფორმაციის დაზიანებამ ან დაკარგვამ სახელმწიფოსა და მის მოქალაქეებს შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. Mმისი დაცვისთვის აუცილებელი გახდა მაღალმდგრადი და სწრაფად აღდგენადი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც საშუალებას აძლევს სააგენტოს, კრიზისულ პერიოდშიც უზრუნველყოს მონაცემთა მთლიანობა და სერვისის უწყვეტობა. სარეზერვო ცენტრის ჩამოყალიბება სწორედ ამ მიზანს ემსახურება." _ განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა
სარეზერვო ცენტრი, სტანდარტების თანახმად, განთავსებულია პირველადი ცენტრისაგან მოშორებით და იგი ემსახურება ინფორმაციის რეზერვირებასა და პირველადი მონაცემთა ბაზის პარალელურად ფუნქციონირებას.
სარეზერვო სერვერული ცენტრის შექმნა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს "ორგანიზაციული განვითარებისა და მომხმარებელთა გაუმჯობესებული მომსახურების" პროექტის ფარგლებში განხორციელდა.