სააქციო საზოგადოება "თბილისის საერთაშორისო აეროპორტის" დირექტორს კონსტანტინე ქამუშაძეს და ბუღალტერ დავით კობაიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ქამუშაძე და კობაიძე სამართალდამცველებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს.
შსს-ის ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულებმა ფინანსური მაქინაციების შედეგად სახელმწიფოს კუთვნილი მილიონ 500 ათასი ლარი მიითვისეს.