ავჭალის მკაცრი და საერთო რეჟიმის მე-10 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა დასაქმების მიზნით თონე გაიხსნა.
მსჯავრდებულებს ქართული პურის ცხობას თავდაპირველად კომპანია "მეგაფუდის" მიერ დაქირავებული მცხობელი შეასწავლის.
სასწავლო პერიოდი ერთ თვეს გასტანს, რის შემდეგაც პატიმრები თონეში თავად დასაქმდებიან და ყოველ თვე ანაზღაურების სახით 250-300 ლარს მიიღებენ.
დაწესებულებაში თონის გახსნას უწყების ხელმძღვანელი დიმიტრი შაშკინი პირადად დაესწრო.