თბილისის ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლემბა გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული გაშამ ჯაფაროვი, რომელიც თბილისში მოქალაქეებს თაღლითური გზით სძალავდა სხვადასხვა ოდენობის თანხებს.
შსს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ამ დროისათვის კი მიმდინარეობს გამოძიება ეჭვმიტანილის მიერ თაღლითური გზით ჩადენილი სხვა დანაშაულების გამოსავლენად. გამოძიებას აწარმოებს თბილისის ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველო საქართველოს სსკ-ის 180 მუხლით, რაც ითვალისწინებს 6-9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.