ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი მიღწეული პროგრესი არის თვალშისაცემი, ხელშესახები და ეს ასახულია ბევრ საერთაშორისო რეიტინგში, თუმცა, ასევე ვხედავთ გამოწვევებს, რომელთა აღმოსაფხვრელადაც უნდა იმუშაოს სწორედ ამ ფორმატმა, მაქსიმალურად ეფექტურ რეჟიმში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა მზად არის განიხილოს ყველა პრობლემა და გამოწვევა, რომელიც საზოგადოებას ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით აწუხებს და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები პრობლემების დასაძლევად.
„ევროკავშირის და გაეროს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ - ფარგლებში მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა შეისწავლა არსებული მექანიზმის მუშაობა, მისი ფუნქციონირება და მოგვცა ძალიან საინტერესო რეკომენდაციები. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ევროკავშირსა და გაეროს სააგენტოებს ამ პროექტის განხორციელებისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და ხელს შეუწყობს მიღებული რეკომენდაციების რეალურ ცხოვრებაში დანერგვას და იმპლემენტაციას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ექსპერტის შემოთავაზებაა საბჭო გარდაიქმნას „ანგარიშგებისა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვის ეროვნულ მექანიზმად“, რომლის მთავარი ფუნქცია მთავრობასა და სხვა უწყებებს შორის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის და ჩართულობის ხელშეწყობა და კოორდინაცია იქნება.
პრემიერ-მინისტრმა საბჭოს ფუნქციონირების კონტექსტში გამოყო ადამიანის უფლებათა სამდივნოს როლი, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით უწევდა კოორდინაციას სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებულ პროცესს.
„თითოეულ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო და გულწრფელად გითხრათ - ჩვენ ვართ პოლიტიკური გუნდი, რომელიც ორიენტირებულია შედეგებზე, რომ საქართველო გახადოს კიდევ უფრო წარმატებული. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ის პერიოდი, როდესაც მარტივი რეფორმებით შესაძლებელი იყო კონკრეტული შედეგების ჩვენება, ჩაბარდა წარსულს და ჩვენ შევდივართ ძალიან რთული და კომპლექსური რეფორმების პროცესში. შესაბამისად, აქტიური ჩართულობა, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების, მიგვაჩნია ძალიან მნიშვნელოვან მხარდამჭერ მექანიზმად იმისთვის, რომ რეფორმები, რომელსაც ჩვენ გავატარებთ, იყოს მაქსიმალურად წარმატებული და მორგებული ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურ თანხვედრაში საუკეთესო ევროპულ და მსოფლიო პრაქტიკასთან. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ წინ ჩვენ ძალიან საინტერესო მუშაობა გველოდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების წარმომადგენლები, საქართველოს სახალხო დამცველი, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომის ფარგლებში საბჭოს მუშაობაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მოხსენებებით წარსდგენ. მოხსენებები მართლმსაჯულების სისტემის, სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმირების, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების და ქალთა უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას შეეხებოდა.
სხდომაზე გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გაეროს და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად მიღწეული პროგრესი. ასევე, საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარების ზოგადი შეფასება გააკეთა. ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომის ფორმატის არსებობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ არ არსებობს სხვა ფორმატი, სადაც მაღალი პოლიტიკური წარმომადგენლობა, სამოქალაქო სექტორი და ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ადამიანები კოორდინირებულად ისაუბრებენ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე.
სხდომაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს აღნიშნული ფორმატის არსებობისთვის და აღნიშნა, რომ საბჭოს აქვს შესაძლებლობა, დაეხმაროს მთავრობას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საქმიანობის გაუმჯობესებისა და კოორდინაციის კუთხით.
შეხვედრაზე საბჭოს წევრები საბჭოს სხდომების კვარტალურად გამართვის შესახებ შეთანხმდნენ. ამასთან, ხაზი გაესვა, საბჭოს ფარგლებში მოქმედი ბავშვთა უფლებების და გენდერული თანასწორობის მიმართულებით მომუშავე უწყებათაშორისი კომისიების ეფექტური ფუნქციონირების მნიშვნელობას.
ასევე, სხდომის ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების დაცვის 2020-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის შემუშავების მიმართულებით, რომელიც ინკლუზიური პროცესის შედეგად მომზადება.
ადამიანის უფლებების საბჭო 2014 წელს შეიქმნა და მის მთავარ ამოცანას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროშიერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისშემუშავებისა და განხორციელებისპროცესის კოორდინირება წარმოადგენს. ამასთან, საბჭოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ადამიანის უფლებათა დაცვისსამთავრობო სამოქმედო გეგმისშესრულების კოორდინაციასთან და ამ პროცესის მონიტორინგთან არის დაკავშირებული.