სამხრეთ ოსეთმა უნდა გაიაროს ყირიმის გზა რუსეთთან გასაერთიანებლად, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ოსი ხალხი მოხარულია, რომ ყირიმის რესპუბლიკა თავის მშობლიურ მხარეს დაუბრუნდა. სამხრეთ ოსეთი 1990-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს, რადგან დღეს ოსი ხალხი გაყოფილია... მიმაჩნია, რომ ყირიმის მიერ განვლილ გზას აუცილებლად დაადგება სამხრეთ ოსეთი“, - განაცხადა ბიბილოვმა.
მისი თქმით, დრომ აჩვენა, რომ ყირიმელების გადაწყვეტილება რუსეთთან გაერთიანების შესახებ ერთმნიშვნელოვნად სწორი და აბსოლუტურად კანონიერი იყო.
„ამას წინ უკვე ვერანაირი სანქციები ვეღარ აღუდგება“, - აღნიშნა ბიბილოვმა.