ზუგდიდის რაიონის სოფელ საბერიონსა და სიდაში მშვიდობიან მოსახლეობას რუსი ოკუპანტები დაესხნენ თავს.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ინციდენტი წუხელ ღამით მოხდა. დაყაჩაღებულია თორდიების, ციკოლიებისა და შონიების ოჯახები. ოკუპანტები მათ სახლებს ერთი საათის განმავლობაში ძარცვავდნენ.
ნაწამებია სამივე ოჯახის თითქმის ყველა წევრი, მათ შორის მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვები.
წაღებულია ძვირფასეულობა და საოჯახო ტექნიკა.
დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.