უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 წლისთავთან დაკავშირებით, ბრიუსელში ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში განათდა.
"ამ ღამით უკრაინის ფერები ანათებს ჩვენს შტაბ-ბინას. ეს გვახსენებს უკრაინელი ხალხის სიმამაცესა და გამძლეობას, ასევე იმ ომის დაუსრულებელ ტკივილს, რომელიც უკვე ოთხი წელია გრძელდება. ჩვენი ერთგულება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისადმი ურყევია", წერს ევროკომისია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში და ფოტოს აქვეყნებს.