სამი არასრულწლოვანი პატიმარი საპყრობილეს დღეს დატოვებს. ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამინისტროს სპეციალური განკარგულებით უკვე მიმართა, რომლის თანახმადაც სააკაშვილმა სამი არასრულწლოვანი პატიმარი - მერაბ მინდელი, რატი დარბაიძე და ლევან დუმბაძე შეიწყალა.
შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანი პატიმრების შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გუშინ მიმართა, რომელებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს.