პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ "რუსეთს არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, თითქოს საქართველოს ოკუპაცია შერჩა". ეს განცხადება მაჭავარიანმა დღეს პარლამენტში ევროსაბჭოს ირიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების სხდომაზე გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს აღნიშნული კომიტეტების გასვლითი სხდომა პარლამეტში იმართება, რომელიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. სხდომის ღია ნაწილში კი გაკეთდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე განცხადება. მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე. როგორც მაჭავარიანი აცხადებს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მიღებუილი აქვს რეზოლუცია და ახლა მნიშვნელოვანია, მოფიქრებული იყოს ის მექანიზმი, რითაც რუსეთი ამ რეზოლუციებით აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს.
მაჭავარიანმა ევროსაბჭოს დეპუტატებს შესთავაზა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები განიხილონ XVIII საუკუნიდან მოყოლებული და აღნიშნა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამ ურთიერთობებზე მას ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დღეს იმ ტერიტორიიდან, სადაც ევროსაბჭოს წარმომადგენლები სხდომას მართავენ, 30-35 კილომეტრის მანძილზე რუსული ჯარები დგანან, რომლებიც არიან ოკუპანტები.
მაჭავარიანის თქმით, ყველაზე საგანგაშოა ის, რომ რუსმა ოკუპანტებმა სამხედრო ბაზებად გადაქციეს საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.
"რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ ახერხებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას და იქ არსებული ვითარების გაკონტროლებას", - აცხადებს მაჭავარიანი და დასძენს, რომ პირველ რიგში სწორდ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაა მნიშველოვანი.
მაჭავარიანი ევროსაბჭოს დეპუტატებს იმაზედაც მიუთითებს, რომ რუსეთის პრობლემა არის არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიებში, არამედ ზოგადად პრობლემაა მისი ამბიცია გავლენის სფეროებთან დაკავშირებით.
მაჭავარიანმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიაზედაც ისაუბრა. მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემების მოსაგვარებლად. ეს სტრატეგია მხარდაჭერილია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.
"თუმცა მთავარი არის ის, რომ ამ სტრატეგიის რელობად ქცევა და შესრულება საერთაშორისო ორგანიზაციებზეა დამოკიდებული", - აცხადებს მაჭავარიანი და ევროსაბჭოს დეპუტატებს ამ მხრივ მხარდაჭერას სთხოვს.