ევროსაბჭოს იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი აინტერესებს. ეს საკითხი ევროსაბჭოს დეპუტატების მხრიდან დღეს პარლამენტში ევროსაბჭოს იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დაისვა.
აღნიშნული კომიტეტი გასვლით სხდომას თბილისის პარლამენტში ატარებს. კომიტეტის სხდომას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი და ქართველი დეპუტატები ესწრებიან.
კომიტეტის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა სხდომის ღია ნაწილში ევროსაბჭოს დეპუტატების მხრიდან ერთ-ერთი მთავარი აქცენტი სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესზე გაკეთა.
როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადეს, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მუშაობა გაცილებით ადრე დაიწყო. ზაფხულისთვის ეს პროექტი უკვე მზად იყო და სწორედ ამიტომ დაიწყო მისი განხილვა ზაფხულში, რომ საზოგადოებას გაცნობისთვის მეტი დრო დარჩენოდა.
ამასთან, ავთანდილ დემეტრაშვილმა ისიც აღნიშნა რომ ზაფულის მიუხედავად საკონსტიუციო ცვლილებების საყოველთაო საჯარო განხილვის კომისიის წვრებმა "არ დაიზარეს და შეხვედრები გამართეს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში და საზოგადოების თითქმის ყველა ჯგუფთან". "მიუხედავად ცხელი ზაფულისა, ჩვენ ეს მაინც შევძელით", - განაცხადა დემეტრაშვილმა.
კუბლაშვილმა კი აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა საზოგადოებაში ერთი თვის ნაცვლად, თითქმის ორი თვის გამავლობაში მიმდინარეობდა.