კონტროლის პალატის მასალების საფუძველზე გენერალურმა პროკურატურამ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ (კოკა) ფრუიძე დააკავა. "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით შესაძლოა სისისხლის სამართლის დევნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორზე პაატა იმაძეზეც დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატამ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის შედეგად დარღვევევი აღმოაჩინა. კონტროლის პალატის დასკვნის მიხედვით, ვაქცინაციის პროგრამის აუდიტით გამოვლინდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დარღვევები, რამაც გამოაშკარავა ჯანდაცვის სფეროში მომეტებული კორუფციული რისკები.
აღსანიშნავია, რომ კორუფციული სქემა ამოქმედდა პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ერთადერთ ტენდერში: სახელმწიფო მოხელეებმა ვაქცინების შესაძენად გამოყოფილი ბიუჯეტი მოარგეს მიმწოდებელი კომპანიის ამონაგებს. შესყიდვა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაიგეგმა.
კონტროლის პალატის მასალებით, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებმა სახელმწიფო ბიუჯეტს 1788,9 ათასი ლარი ზარალი მიაყენეს.