გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარის წარმომადგენლის საქართველოში პიტერ ნიკოლაოსის განცხადებით, დევნილების კუთხით მთავარ პრობლემად დასაქმება რჩება.
აის შესახებ ნიკოლაოსმა კონფერენციის დაწყების წინ განაცხადა, რომელიც "დევნილთა გრძელვადიან გადაწყვეტილების ჩარჩო დოკუმენტის" პრეზენტაციას მიეძღვნა.
მისი თქმით, დღევანდელი კონფერენცია კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ დევნილების შესახებ ნაციონალური სტრატეგია და სამოქმედო გეგმის საფუძვლები დაისახოს.
"სამეგრელოდან ახლა ჩამოვედიო, სადაც თბილისიდან ჩასახლებული დევნილები მოვინახულე. შემიძლია გითხრათ, რომ მათ ძალიან კარგი საცხოვრებელი პირობები აქვთ შექმნილი, თუმცა საარსებოდ არანაირი საშუალება არ აქვთ. ამიტომ თუ საქართველოს მთავრობას სურს, რომ პროცესი ნორმალურად განვითარდეს აუცილებელია დევნილების დასაქმების პრობლემის მოგვარება", - განაცხადა ნიკოლაოსმა.
ამ წუთებში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი, გაეროს, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენლები ესწრებიან.