ქ. თბილისის ისანი-სამგორის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს 1981 წ.დ. ბესიკ ცუცქირიძე, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მრავალჯერადი სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა საკუთარ მამას, 1957 წ.დ. რამაზ ცუცქირიძეს, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ეჭვმიტანილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარობს საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით. გამოძიებას აწარმოებს ქ. თბილისის პოლიციის მთავარი სამართველო. ჩადენილი დანაშაული საქართველოს კანონმდებლობით ითვალისწინებს 7-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.