20-23 მარტს საქართველო ბელარუსის მწარმოებელთა გამოფენა Made in Belarus-ს უმასპინძლებს.
Made in Belarus-ის ფარგლებში დაგეგმილია ბელარუსის მწარმოებელთა პროდუქციის ფართო სპექტრის წარდგენა, მათ შორის ისეთი დარგების, როგორებიცაა საკვები პროდუქტების წარმოება, სოფლის მეურნეობა, მანქანათმშენებლობა, ხელსაწყოთმშენებლობა, ნავთობქიმია, მედიცინა, განათლება, სახალხო მოხმარების საქონელი და ა.შ.
ასევე, 2019 წლის 20 მარტს, დაგეგმილია ქართულ-ბელარუსული საქმიანი საბჭოს ჩატარება ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ასევე საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მონაწილეობით.
საქმიანი საბჭოს მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ჩაატარონ საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და საწარმოო კოოპერატივების შექმნის მიზნით.
ბელარუსის მწარმოებელთა გამოფენა ”Made in Belarus“ განთავსდება გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯია“-ს მე-11 პავილიონში.