2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 739.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.6 პროცენტით აღემატება.
„საქსტატის“ ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 505.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (13.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 234.8 მლნ. აშშ დოლარს (0.1 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-თებერვალში 729.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.9 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 342.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.