აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ტურისტული, ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. ისაუბრეს კურორტ გოდერძის განვითარების პერსპექტივებზე და აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულების შესაძლებლობებზე.