ჩემი არჩევა მოხდება თუ არა თავმჯდომარედ ამას ყრილობა იტყვის, - გრიგოლ ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება.
ვაშაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ეს განცხადება არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიის დატოვებას აპირებს.
„ჩემი არჩევა მოხდება თუ არა თავმჯდომარედ ამას ყრილობა იტყვის, რაც შეეხება ჩვენი ლიდერის განცხადებას, ნდობისთვის დიდი მადლობა დანარჩენი ყველაფერი დელეგატების გადასაწყვეტია. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, უკვე მომესმა რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიიდან მიდის და მსგავსი სისულელეები, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის დამფუძნებელია, ამ პარტიის ლიდერია და ყველა ის ცვლილება, რაც ამ პარტიაში ხორციელდება, მისი ინიციატივით ხდება. იმიტომ, რომ იმ მძიმე პოლიტიკურ პერიოდში, რომელშიც ახლა ჩვენ შევდივართ პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემას და ეს პარტიის ლიდერმა შეიგრძნო ყველაზე სწრაფად“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძის არჩევისკენ მოუწოდებს. ვიდეო მიმართვაში, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა დღეს დილით გაავრცელა, საუბარია პარტიაში ცვლილებების აუცილებლობაზე.