აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მწვანე ტბის სარეკრეაციო ადგილის კეთილმოწყობის პროექტს ახორციელებს. დღეს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.
წინადადებების მიღება დაიწყება: 31.03.2019
წინადადებების მიღება დამთავრდება: 05.04.2019
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 1 080 000 ლარი
ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული მწვანე ტბის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია:
• სასეირნო ბილიკები
• საპიკნიკე ადგილი
• „კარვები“-ს სოფელი
• ვიზიტორთა თავშესაფარი
• ველო ბილიკები
• საცხენოსნო ტურიზმის სადგური
• პარკინგი
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge