15 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6861 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6864 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.03 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0407 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0372 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.35 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4910 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.5636 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 16 მარტიდან შევა ძალაში.