პარის ჯეკსონის განცხადებით, მამამისის მიმართ არსებული ბრალდებები მისი საქმე არ არის.
მიკრობლოგ „ტვიტერზე“, 20 წლის მოდელის განცხადებით, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვერაფერს იტყვის, რადგან დაცვის მხარეს პასუხის გაცემა არ შეუძლია. მოდელმა აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს მისი ოჯახის ქმედებებს, დაიცვან მაიკლ ჯექსონის სახელი.
პარისი ბიძაშვილის, ტაჯ ჯექსონის ქმედებებსაც გამოეხმაურა, რომელიც სკანდალური დოკუმენტური ფილმის აქტიური ანტიპიარკამპანიითაა დაკავებული. მან განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ბიძაშვილს, თუმცა ეს საკითხი მისი საქმე არ არის.
„ვცდილობ ადამიანები დავაწყნარო და პროცესების განვითარებას ვადევნო თვალი. ვცდილობ ამ შეთხვევაზე უფრო ფართო ჭრილში ვიფიქრო“, - განაცხადა ჯექსონის ქალიშვილმა
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის მიერ ბავშვებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Leaving Neverland პრემიერას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. რამდენიმე რადიოსადგურმა მომღერლის კომპოზიციების ეთერში გაშვებაზე უარი თქვა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მუსიკოსი პედოფილიაში დაადანაშაულეს. 1993 წლიდან დღემდე, შემსრულებელი არასრულწლოვანთა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ სკანდალებში არაერთხელ გაეხვა.