ტესლამ ახალი ელექტრომობილი, Y მოდელი, ლოს-ანჯელესში წარადგინა. მანქანის ღირებულება 47,000 დოლარია.
ტესლას დამფუძნებლის, ილონ მასკის განცხადებით, კომპანიაში არსებული იურიდიული პრობლემები დაძლეულია და 2021 წლისთვის, Y მოდელის შეძენა, მსოფლიოს ნებისმიერ მაცხოვრებელს შეეძლება.
ტესლას პირველ, შედარებით ძვირ ელექტრომობილს, ერთ დატენვაზე, 482 კილომეტრის გავლა შეუძლია. მოდელი გაყიდვაში 2020 წელს ჩაეშვება.