ევროპარლამენტი ევროკავშირს თურქეთის გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიშს, სადაც მოთხოვნილია თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ოფიციალურად შეწყვეტა.
ანგარიშის თანახმად, თურქეთი უგულვებელყოფს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ზეწოლას ახდენს სასამართლოზე. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, თურქეთის უმოქმედობა, დაარეგულიროს ტერიტორიული დავები მეზობელ კვიპროსთან.
თურქეთსა და ევროგაერთიანებას შორის ურთიერთობის ისტორია გასული საუკუნის 50-იანი წლიდან დაიწყო. 1963 წელს მხარეებმა ასორიცების ხელშეკრულება გააფორმეს. 1987 წელს თურქეთმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა, ხოლო მხარეებმა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2005 წლიდან დაიწყეს.