BBC-ის ინფორმაციით, სამიდან ორი ალპინისტი, ერთი ფრანგი და ერთი შვეიცარიელი, დიდი ბრიტანეთის უმაღლეს მწვერვალ ბენ-ნევისზე წარმოქმნილ ზვავს ემსხვერპლნენ. ბრიტანეთის პოლიციამ ფაქტი დაადასტურა. მესამე ალპინისტი, შვეიცარიელი მეთიუ ბიზელქსი, გლაზგოს რეგიონალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, მის მდგომარეობას სტაბილურია.
ბენ-ნევისზე ზვავი 13 მარტს ჩამოწვა. მწვერვალის შუაგულში ბაზირებული ალპინისტების გუნდს გადაუარა და მთლიანად დაფარა.
ბენ-ნევისი ძველი გიგანტური ვულკანის ნაშთია. აქვს წიბოვანი ზედაპირი, რომელიც ზაფხულში დაფარულია მდელოებით. მწვერვალი ხშირად ღრუბლებში და ნისლშია გახვეული. ფერდობების დაჩრდილულ ნაპრალებში მთელი წლის განმავლობაში თოვლიანია. ბენ-ნევისის სიახლოვეს კლიმატი ძალიან მკაცრია. პირველად მწვერვალი დაიპყრო ჯეიმზ რობერტსონმა 1771 წლის 17 აგვისტოს.