13 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6872 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6877 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.05 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0349 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0285 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.64 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4919 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.5331 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 14 მარტიდან შევა ძალაში.