აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაბა ჩაქვისა და კურორტ ციხისძირის განვითარებას იწყებს.
სამინისტრომ უკვე მოამზადა განაშენიანების რეგულირების გეგმა, რაც აღნიშნული ტურისტულ-სარეკრეაციო ტერიტორიების მდგრად განვითარებას ითვალისწინებს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ კურორტ ციხისძირის ტერიტორია პირველ მოადგილესთან თორნიკე კუჭავასთან, სივრცითი მოწყობის დეპარტამენტის უფროსთან ნუგზარ ძნელაძესთან და სხვა არქიტექტორებთან ერთად დაათვალიერა.
დაგეგმარებული ტერიტორიის ფართობი: 350 ჰექტარია (კურორტი ციხისძირი-180 ჰა
დაბა ჩაქვი-170 ჰა)
ახალი პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია:
• ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავება;
• სწორი ურბანული განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბება
• დაბა ჩაქვისა და ციხისძირის საპროექტო ტერიტორიის ტურისტულ-სარეკრეაციო, საკურორტო და სამკურნალო პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება;
• ელექტრომობილებ
• დაბა ჩაქვისა და ციხისძირის საპროექტო ტერიტორიაზე სპორტულ-გასართობი კომპლექსების განვითარება;
• დაბა ჩაქვისა და ციხისძირის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განვითარება გარემოს ხარისხის ამაღლებისა და მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდის გზით;
• მოსახლეობისათვის ჯანსაღი, უსაფრთხო და მოხერხებული საარსებო გარემოს შექმნა;
• ურბან-ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება-ტერიტორიაზე გადაადგილება ელექტრომობილებით განხორციელდება
• ახალი საბაგიროს მოწყობა
„დაბა ჩაქვისა და კურორტ ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს არის შესანიშნავი კურორტის ტერიტორიის სწორი ურბანული განვითარების ერთიანი პოლიტიკის შექმნის აუცილებელი სახელმძღვანელო.
რეგულირების გეგმა აქ არსებული ტურისტულ-სარეკრეაციო, საკურორტო და სამკურნალო პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებას შუწყობს ხელს. მოსახლეობისთვის ჯანსაღი, უსაფრთხო და ეკოლოგიური საარსებო გარემოს შეიქმნება.
ჩვენ ვფიქრობთ და ეს უკვე ასახულია ამ განაშენიანების დოკუმენტში, რომ ეკოლოგიურად სუფთა გარემო, როგორც კურორტის მთავარი მახასიათებელი უპირობოდ უნდა იქნას სწორად გამოყენებული, რისთვისაც ტერიტორიაზე გადაადგილება ელექტრომობილების საშუალებით განხორციელდება.
დარწმუნებული ვარ აღნიშნული უნიკალური ტერიტორია ძალიან ეფექტურად განვითარდება და გვექნება კიდევ ერთი მიმზიდველი საკურორტო ზონა, რაც ჭარაში ჩამოსული ტურისტებისთვის დამატებით საინტერესო ატრაქცია გახდება“- განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ.