ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს თქმით, ირაკლი კვარაცხელიამ თავი დაკითხვის ოთახში მოიკლა. ამის შესახებ კოვემ JAMnews-ის სოხუმის კორესპოდენტს უთხრა.
"ის [ირაკლი კვარაცხელია] ის დატოვეს ოთახში, რათა მას განმარტებითი ბარათი დაეწერა. თუმცა, რამდენიმე ხანში იგი ამ ოთახში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ეს ყველაფერი ერთი საათის განმავლობაში მოხდა", – განაცხადა დაურ კოვემ.
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ირაკლი კვარაცხელია ე.წ. საზღვრის უკანონ გადაკვეთის გამო რუსმა ე.წ. მესაზღვრებმა დააკავეს.
"კვარაცხელია რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. ეს მოხდა 12 მარტს, 16 საათზე და 55 წუთზე. კვარაცხელია სოფელ ნაბაკევში გადაიყვანეს", - თქვა დაურ კოვემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე, 1990 წელს დაბადებულმა, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.