2018 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით პირველ ადგილზე აზერბაიჯანია.
„საქსტატი“ ინფორმაციით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2018 წლის წინასწარი მონაცემებით, 49.6 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 19.5 პროცენტით,მეორეზე - გაერთიანებული სამეფო 16.5 პროცენტით, ხოლო მესამეზე - ნიდერლანდი 13.6 პროცენტით.
მთლიანობაში, 2018 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.