2018 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა. „საქსტატი“ ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
„საქსტატის“ ინფორმაციით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორისაა მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა).
2018 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45.3 პროცენტი შეადგინა.