შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებს შორის დახურული კონსულტაციები გაიმართა. "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და პარლამენტს გარეთ მყოფი პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ არჩევნების დროს ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან.
„ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ ფორმულა, "ყველა მინუს ივანიშვილი" არსებული მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალია.
„ფორმულა, ყველა მინუს ბიძინა ივანიშვილი, უკვე ხედავთ, რომ ხდება ძალიან მიმზიდველი და ერთადერთი გამოსავალი. შესაბამისად, აქედან ამოვდივართ ყველა პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციური პარტია. შესაძლებელია, როგორც მინიმუმ და აუცილებლად ეს მოხდება, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ჩამოვხსნათ რამდენიმე ნიღაბი, რომელიც ჯერ კიდევ სახეზე მას შემორჩა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.