ოპოზიციის ერთიან, კოორდინირებულ მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი, გიგი უგულავა. შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებს შორის დახურული კონსულტაციები გაიმართა. "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და პარლამენტს გარეთ მყოფი პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ არჩევნების დროს ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან.
„ამოსავალი წერტილი არის შემდეგი, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა ერთმანეთს ხმები არ უნდა წაართვან და ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკვე ამ არჩევნებზე მარცხი იწვნიოს ქართულმა ოცნებამ.“ შესაბამისად, სადაც ძლიერი კანდიდატი ჰყავს ერთ პარტიას, ჩვენ იმას მივეხმარებით, სადაც ძლიერი კანდიდატი ჰყავს ევროპულ საქართველოს, იქ სხვა პარტიები დაგვიჭერენ მხარს და სწორედ ამ სქემაზე და ურთიერთდახმარებაზე კოორდინაციაზე გვაქვს საუბრები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.