როცა საქართველო მზად იქნება, ნატო-ს კარიც გაიღება, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მანს ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სურვილს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
მისი განცხადებით, საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და გლობალური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით ძალიან მაღალ დონეზეა შეფასებული და საქართველოს პატივს სცემენ ამ თანამშრომლობისათვის.
„როცა საქართველო მზად იქნება, ნატო-ს კარიც გაიღება. დემოკრატიის ხარისხის მოთხოვნა, ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, საქართველოს საშინაო დავალების შესრულებას მიჰყვება და ამ გზაზე ლიეტუვა მუდმივად დაეხმარება. ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში”, - განაცხადა გრიბაუსკაიტემ.