ძალიან მნიშვნელოვანია: საქართველომ უნდა განაგრძოს სვლა სასამართლო სისტემის რეფორმების მიმართულებით და თანმიმდევრულად მიჰყვეს ანტიკორუფციულ გზას, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
როგორც გრიბაუსკაიტემ განაცხადა, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ძალიან დიდი მიღწევები აქვს.
„საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ძალიან დიდი მიღწევები აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, - ეს საქართველოს მიღწევებია, თუმცა დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა და მათი განხორციელების ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია: საქართველომ უნდა განაგრძოს სვლა სასამართლო სისტემის რეფორმების მიმართულებით და თანმიმდევრულად მიჰყვეს ანტიკორუფციულ გზას“, - განაცხადა გრიბაუსკაიტემ.