„გირჩის“თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მიმართავს.
იაგო ხვიჩია წერილში თემურ ჭყონიას მაკდონალდსისა და კოკა კოლას მიმართ პატივისცემას უდასტურებს და აღნიშნავს, რომ თემურ ჭყონია ყველაზე მაგარი სასმელის და ყველაზე მაგარი რესტორნის შემქმნელია ამ ქვეყანაში, ჯერ კიდევ ბნელ 90-იან წლებში.
„თბს ბანკის -ს საქმე გარდა იმისა, რომ მთავარი პოლიტიკური ამბავია ქვეყანაში და პოლიტიკოსი თუ გქვია გევალება ამ ამბავს სათანადო ყურადღება მიაქციო, ჩემთვის პირადი ამბავიცაა. ისევე როგორც კოკა კოლა და მაკდონალდსი, თიბისი ბანკიც ჩემი ფავორიტი ბრენდია. ბუნებრივად მოხდა ისე, რომ მთელი ცხოვრება სხვა ბანკში ვიღებდი ხელფასს და ფულს ვსესხულობდი თიბისისგან, ასე მოხდა ბუნებრივად. მათ მასესხეს ფული როცა სახლს ვაშენებდი, ანუ მათი დამსახურებაცაა რომ ჭერი მაქვს. და ვერასოდეს გავიგებ იმ ადამიანებისას, ვისაც ეს პატივისცემად და სამადლობელ საქმედ არ მიაჩნიათ. საშიშია ასეთი ხალხი.
ამ ბანკის დაცვა დაგვიწუნა ბატონმა თემურმა, თქვა რომ არაფერი გაგვიკეთებია არც ერთ სფეროში (მიუხედავად იმისა რომ არ გვიცნობს და შესაბამისად, არასწორი წარმოდგენა აქვს ,,გირჩზე“). მაგრამ არაფერი არ თქვა იმ მთავარზე, რის გამოც გავაკრიტიკეთ.
- სწორად ექცევიან თუ არა თიბისი ბანკს?
ჩვენი კრიტიკა ხომ სწორედ ამას შეეხებოდა და არა იმას ვის რამდენი შეაქვს ბიუჯეტში ან ვის რა დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. რამდენიც არ უნდა შეიტანოს ბიუჯეტში ბატონმა თემურმა, ამას ამ საქმესთან კავშირი არ აქვს. რადგან ეს ამბავი ბიუჯეტის შევსებას კი არა ადამიანურ სოლიდარობას და თავისუფლებისთვის ბრძოლას ეხება. ჩვენი აზრით კი, არავის მოეთხოვება იმდენი თავისუფლებისთვის ბრძოლაში, რამდენიც კოკა - კოლას. ასეთია ჩვენი დამოკიდებულება და ამიტომ ვბედავთ იმას რასაც ვბედავთ, მართლები ვართ'”, - ნათქვამია წერილში.