აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში სპორტული, ხანდაზმულთა და აგრო ტურიზმის განვითარებაზე მუშაობს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ხანდაზმულთა სარეაბილიტაციო/გამაჯანსაღებელ კომპლექსს ეწვია და შეხვედრა გამართა.
მინისტრს თანამედროვე სტანდარტების ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კომპლექსის დირექტორმა გააცნო.
მოგვიანებით ჯაბა ფუტკარაძემ ხანდაზმულთა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
შეხვედრაზე მხარეებმა აჭარაში ხანდაზმულთა ტურიზმის განვითარებაზე და ამ მიმართულებით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი უნგრეთის ერთ-ერთ სოფელში არსებული აგრო დასახლების მოდელს და საქმიანობის სპეციფიკას გაეცნო.
„აჭარაში აგრო ტურიზმის განვითარებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი ამ მიმართულების გაძლიერებისთვის, გვაქს შესანიშნავი ბუნება, ჯანსაღი კლიმატურო პირობები, უნიკალური ტრადიციული სამზარეულო და შესანიშნავი ტრადიციები, ყველა ეს კომპონენტი კი ძირითად ჯაჭვს ქმნის აგრო ტურიზმის განვითარებისთვის. ამ ეტაპზე რა მიმართულებითაც ვმუშაობთ არის არსებული რესურსის კონცეპტუალური და სისტემური განვითარება, რაშიც ჩვენ უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტების ჩართვას ვგეგმავთ. ჩვენი მიზანია ავითვისოთ აჭარაში არსებული ყველა რესურსი თანაბრად და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ აჭარა არ არის მხოლოდ ზღვის კურორტი. ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი დავაინტერესოთ ტურისტები ოთხივე სეზონზე, ასევე წარმატებით განვავითაროთ აგრო, ხანდაზმულთა და სპორტული ტურიზმი და ამ კუთხით ჩვენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დავიწყეთ“- განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.