„დავით სერგეენკოს განცხადება, რომ C ჰეპატიტის მკურნალობა უკვე 125 000 ადამიანმა ჩაიტარა არის სრული ტყუილი და არ შეესაბამება სიმართლეს, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილის თქმით, მინისტრმა ცრუ მონაცემები გააჟღერა. "ევროპულ საქართველოში" პროგრამაში არსებულ ხარვეზებზე და მისი შეჩერების რისკებზე საუბრობენ.
„დავით სერგეენკოს განცხადება, რომ C ჰეპატიტის მკურნალობა უკვე 125 000 ადამიანმა ჩაიტარა არის სრული ტყუილი და არ შეესაბამება სიმართლეს. ამ მომენტისთვის პირიქით, პროგრამას აქვს სერიოზული პრობლემა იმისა, რომ იმათაც კი, ვისაც დაუდასტურდა C ჰეპატიტის არსებობა იმათი ნაწილიც კი, დღეს პროგრამაში ჩართული არ არის და ჯანდაცვის სამინისტროს სერიოზულად სჭირდება მენეჯმენტის გაუმჯობესება იმისათვის, რომ 2020 წლისთვის მნიშვნელოვნად აიწიოს იმ ადამიანთა რიცხვმა, ვინც მკურნალობა ჩაიტარა,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.