ხვალ, 11 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესმენის ალექსანდრე ებრალიძის სარჩელზე გივი თარგამაძის წინააღმდეგ მოსამზადებელი სხდომა გაიმართება. სხდომაზე ტექნიკური საკითხები გადაწყდება. თარგამაძე სასამართლო სხდომებს არ ესწრება და მას ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი წარმოადგენს.
ებრალიძე თარგამაძის განცხადებას ცილისმწამებლურს უწოდებს, უარყოფს მას და მორალური ზიანისთვის 10 მილიონი ევროს ითხოვს.
გივი თარგამაძემ ~რუსთავი 2~-ის ეთერით ებრალიძე კრიმინალურ ქმედებაში დაადანაშაულა.